saqarTvelos qedebi - nagomrebisTavis seri

 

ანტიკლინური დაბალი ქედი ივრის ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. საშუალო სიმაღლე 600 მ. აგებულია მეოტური და პონტოური კონგლომერატებით, თიხებისა და ქვიშაქვების შუაშრეებით. სამხრეთ-დასავლეთი კალთა ციცაბოა, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი - დამრეცი. შემოსილია სტეპის ბალახოვანი მცენარეულობითა და მეჩხერი ჯაგეკლიანი ბუჩქნარით.